საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გენდერის კვლევის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა გიწვევთ ონლაინ ღია კარის დღეზე

25 ივნისს 20.00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა გიწვევთ ონლაინ ღია კარის დღეზე, 2021-2022 სასწავლო წლისთვის ამ პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით.

ღია კარის დღე გაიმართება ონლაინ,  ზუმის მეშვეობით.

ზუმის ლინკი:

https://zoom.us/j/7136514044?pwd=bW9pS2ZCcmNFVW5yU0JCSEFnc0t0QT09

Meeting ID: 713 651 4044

Passcode: 579390

პროგრამის მოკლე მიმოხილვა:

სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელს კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თბილისი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა, რატგერსის უნივერსიტეტსა (აშშ, ნიუ ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის. სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელიწადი. სწავლების ენა- ქართული.


 

თარიღი: 21/06/2021